Thursday, March 9, 2017

ტრენინგის მე-9 დღე

      ძალზე საინტერესო იყო ტრენინგის  ბოლო დღე. მოვისმინეთ ერთმანეთის პროექტები.განსაკუთრებით დამაინტერესა იმ კოლეგეგების მომზადებულმა პროექტებმა,რომლებიც ჩემს საგანთან ახლოს იყო,ძალიან მომეწონა ქიმიის, გეოგრაფიის პროექტები.ასევე შთამბეჭდავი იყო ჩემი მეგობრების მ. მახარობლიძის და თ.ქარელის პროექტები.
ტრენინგზე მიღებული ცოდნა ძალიან გამომადგება ჩემს შემდგომ მუშაობაში,ვთვლი ,რომ მეტად საჭირო და გამოყენებადია ჩემი საგნის სწავლებისთვის ამ ტრენინგზე მიღებული ცოდნა.
  განსაკუთრებული მადლობა და პატივისცემა მინდა გამოვხატო ტრენერის მიმართ. ქ-ნ ქეთინო ცერაძე გულისხმიერებით, შესაშური მოთმინებით და არაჩვეულებრივი ოსტატობით გვიზიარებდა თავის ცოდნას.

3 comments:

  1. ქალბატონო ნანა ძალიან მომეწონა თქვენი პროექტი.ჩემი აზრით იგი მოსწავლეებს დაეხმარება მიღებული თეორიული ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში.ასევე განუვითარებს 21-ე საუკუნის უნარ ჩვევებს.

    ReplyDelete
  2. ქალბატონო ნანა, ძალიან მომეწონა და სინტერესოა თქვენი პროექტი: "ელექტრო დენის ალტერნატიული წყაროს შესახებ."თუ რა შეღავათები შეიძლება მოჰყვეს მზის , ქარის, წყლის ენერგიის გამოყენებასა და რომელი განახლებადი რესურსები გამოიყენება ცხოვრებაში. ნამდვილად აუცილებელია მისი ცოდნა და აქტუალურია.

    ReplyDelete
  3. ქალბატონო ნანა,მომეწონა თქვენი პროექტი, რომელიც ბავშვებს დააინტერესებს და დაეხმარება გამოიყენონ პრაქტიკაში.

    ReplyDelete