Thursday, March 9, 2017

ტრენინგის მე-9 დღე

      ძალზე საინტერესო იყო ტრენინგის  ბოლო დღე. მოვისმინეთ ერთმანეთის პროექტები.განსაკუთრებით დამაინტერესა იმ კოლეგეგების მომზადებულმა პროექტებმა,რომლებიც ჩემს საგანთან ახლოს იყო,ძალიან მომეწონა ქიმიის, გეოგრაფიის პროექტები.ასევე შთამბეჭდავი იყო ჩემი მეგობრების მ. მახარობლიძის და თ.ქარელის პროექტები.
ტრენინგზე მიღებული ცოდნა ძალიან გამომადგება ჩემს შემდგომ მუშაობაში,ვთვლი ,რომ მეტად საჭირო და გამოყენებადია ჩემი საგნის სწავლებისთვის ამ ტრენინგზე მიღებული ცოდნა.
  განსაკუთრებული მადლობა და პატივისცემა მინდა გამოვხატო ტრენერის მიმართ. ქ-ნ ქეთინო ცერაძე გულისხმიერებით, შესაშური მოთმინებით და არაჩვეულებრივი ოსტატობით გვიზიარებდა თავის ცოდნას.

Sunday, March 5, 2017

ტრენინგის მე- 8 დღე

საინტერესო და დატვირთული დღე იყო დღეს.შევქმენით ფასილიტაციის რესურსი, გადავხედეთ ჩვენს პორთფოლიოს,შევიტანე მცირეოდენი  შესწორებები და ავტვირთე ბლოგზე. ტექნიკურად საინტერესო და დატვირთული სამუშაო იყო ,მაგრამ საინტერესო.თან მეტად საჭირო....

Saturday, March 4, 2017

ტრენინგის მე-7 დღე

დღევანდელი დღე ტრადიციულად გამეორებით დავიწყეთ. განვიხილეთ სხვადასხვა მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული დავალებების ნიმუშები და გავაგრძელეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა.
ზედმიწევნით საინტერესო და ნაყოფიერი იყო დღევანდელი დღე, ვისწავლე ბევრი რამ ახალი ,რასაც გამოვიყენებ მომავალში პროექტების გაკეთებისას.