Thursday, March 9, 2017

ტრენინგის მე-9 დღე

      ძალზე საინტერესო იყო ტრენინგის  ბოლო დღე. მოვისმინეთ ერთმანეთის პროექტები.განსაკუთრებით დამაინტერესა იმ კოლეგეგების მომზადებულმა პროექტებმა,რომლებიც ჩემს საგანთან ახლოს იყო,ძალიან მომეწონა ქიმიის, გეოგრაფიის პროექტები.ასევე შთამბეჭდავი იყო ჩემი მეგობრების მ. მახარობლიძის და თ.ქარელის პროექტები.
ტრენინგზე მიღებული ცოდნა ძალიან გამომადგება ჩემს შემდგომ მუშაობაში,ვთვლი ,რომ მეტად საჭირო და გამოყენებადია ჩემი საგნის სწავლებისთვის ამ ტრენინგზე მიღებული ცოდნა.
  განსაკუთრებული მადლობა და პატივისცემა მინდა გამოვხატო ტრენერის მიმართ. ქ-ნ ქეთინო ცერაძე გულისხმიერებით, შესაშური მოთმინებით და არაჩვეულებრივი ოსტატობით გვიზიარებდა თავის ცოდნას.

Sunday, March 5, 2017

ტრენინგის მე- 8 დღე

საინტერესო და დატვირთული დღე იყო დღეს.შევქმენით ფასილიტაციის რესურსი, გადავხედეთ ჩვენს პორთფოლიოს,შევიტანე მცირეოდენი  შესწორებები და ავტვირთე ბლოგზე. ტექნიკურად საინტერესო და დატვირთული სამუშაო იყო ,მაგრამ საინტერესო.თან მეტად საჭირო....

Saturday, March 4, 2017

ტრენინგის მე-7 დღე

დღევანდელი დღე ტრადიციულად გამეორებით დავიწყეთ. განვიხილეთ სხვადასხვა მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული დავალებების ნიმუშები და გავაგრძელეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა.
ზედმიწევნით საინტერესო და ნაყოფიერი იყო დღევანდელი დღე, ვისწავლე ბევრი რამ ახალი ,რასაც გამოვიყენებ მომავალში პროექტების გაკეთებისას.

Sunday, February 26, 2017

ტრენინგის მე-6 დღე

 დღევანდელი დღე ტრადიციულად გამეორებით დავიწყეთ.
   შემდეგ კი ყველაზე საინტერესო ნაწილის შესწავლა დაიწყო-მოსწავლის პრეზენტაცია,ძალიან ნაყოფიერი იყო ეს ნაწილი ,რადგან აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს მომავალ მუშაობაში.
    გავეცანი შეფასების რუბრიკებს, საინტერესო იყო ჩემთვის ფიზიკის სხვადასხვა ტიპის გაკვეთილის შეფასების რუბრიკა.
    მადლობა ტრენერს ქნ-ქ.ცერაძეს ასეთი მონდომებული,შრომატევადი და საქმიანი შრომისათვის.

Saturday, February 25, 2017

ტრენინგის მე-5 დღე

    უმაგრესი დღეა....ძალიან დატვირთული და ბევრის მომცემი....საინტერესო იყო მოსწავლის ბლოგის დამზადება და საკმაოდ შინაარსიანიც.....
    ასევე საინტერესო და საქმიანი იყო საავტორო უფლებების და ლიტერატურის შაბლონების მონიშვნის ინსტრუქციების  შესწავლა.
     მადლობა ტრენერს ასეთი შთამბეჭდავი მუშაობისათვის.



Sunday, February 19, 2017

ტრენინგის მე-4 დღე

      შინაარსობრივად დატვირთული და საინტერესო იყო დღევანდელი დღე. გავიმეორეთ წინა დღის მასალა და ვისაუბრეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდების გამოყენებაზე პროექტების კეთებისას. ნამდვილად გამომადგება დღევანდელი ცოდნა ჩემს პრაქტიკაში.
      უღრმესი მადლობა მწვრთნელს ასეთი დაუღალავი და მოთმინებით აღჭურვილი რომაა...

Saturday, February 18, 2017

ტრენინგის მესამე დღე

    შინაარსიანი და ბევრის მომცემი აღმოჩნდა დღევანდელი დღე. ვისწავლე პროექტის გეგმაზე მუშაობა, სტანდარტების დადგენა, მიზნის განსაზღვრა და მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმები და სახეობები.ჩემთვის ეს ყველაფერი ძველი მაგრამ ახლებურად ინტერპრეტირებული და საინტერესო აღმოჩნდა .
    დიდი მადლობა ქნ. ქეთინოს  ამ  საინტერესო მასალების ასე დაუღალავად და ენერგიულად მოწოდებისათვის.

Sunday, February 12, 2017

ტრენინგის მეორე დღე

     უზომოდ საინტერესო და დატვირთული იყო ტრენინგის მეორე დღე. განვამტკიცეთ გუშინდელი მასალა,მიმოვიხილეთ მოფიქრებული პროექტების თემები, გავეცანით პუბლიკაციების მოთხოვნებს და რაც ყველაზე შთამბეჭდავი იყო ჩემთვის, ვისწავლე ბუკლეტის დამზადება. დავამზადე ბუკლეტი ჩემი თემისთვის....
        აუცილებელი და საჭირო იყო ეს თემა ჩემთვის, აუცილებლად ვასწავლი ჩემს მოსწავლეებსაც და გამოვიყენებ საგაკვეთილო პროცესში.

Saturday, February 11, 2017

ტრენინგის პირველი დღე

ნაყოფიერი იყო ტრენინგის პირველი დღე . გავეცანით გზამკვლევს, გავიხსენეთ უკვე ნასწავლი თემატიკა,  ,მიმოვიხილეთ პროექტების შექმნის ზოგადი წესი. საინტერესო იყო ეს ყველაფერი და რაც მთავარია გამოსადეგი ნებისმიერი საგნის სწავლებისთვის. მადლობა, მადლობა ქალბ. ქეტინოს დაუღალავი შრომისათვის.